პანდემიაში გატარებული ერთი წლის შემდეგ, მშობლები უკვე გადაიღალნენ კორონავირუსზე ინფორმაციების მოსმენით.
აქამდე თუ ცნობილი იყო, რომ ბავშვებს ადვილად გადაჰქონდათ ვირუსი, ბოლო თვეების ინფორმაციით კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირაში ბავშვების ნაწილს მულტისისტემური სინდრომი უვითარდებათ. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მშობელმა დროულად იმოქმედოს.
კალიფორნიის შტატში, სანტა მონიკაში მდებარე წმინდა ჯონის ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრიული კათედრის დოქტორი, დენილ ფიშერისთვის გასაგებია მშობლების სტრესული განწყობა პანდემიის პერიოდში. ის თავადაც არის დედა და ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ შტატში ემსახურებოდა პაციენტებს.
მისი აზრით, არსებობს რამდენიმე საყურადღებო ფაქტი, რომლებიც მშობლებმა ბავშვებში ვირუსის გამოვლენის სიმპტომების შესახებ უნდა იცოდნენ.
აღიარეთ რისკები
ფიშერი ამბობს, რომ როდესაც პანდემიის განმავლობაში ბავშვებთან, როგორც პაციენტებთან უწევს ურთიერთობა, ის ყოველთვის აკვირდება, ხომ არ აქვს პატარას მულტისისტემური სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მოუწოდებს მშობლებს, რომ დააკვირდნენ პატარას და არ გამორჩეთ თუ ის ცუდად არის. აქვე მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ სიმპტომები ყოველთვის კოვიდ-19-თან არ იქნება დაკავშირებული.
სიფრთხილე
ფიშერის თქმით, თუ მშობლები ღელავენ გამოვლენილ სიმპტომებზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს covid 19-თან ან მულტისისტემურ სინდრომთან, აუცილებლად უნდა დაურეკონ პედიატრს.
„თუ თქვენს შვილს აქვს სიმპტომები და თქვენ ამის გამო ხართ შეშფოთებული, დაუკავშირდით და დანიშნეთ შეხვედრა, რადგან ადრეულ ვადაზე აღმოჩენილი მულტისისტემური სინდრომი, შედარებით მარტივი სამართავია.
მშობლები უნდა გაეცნონ covid 19-ის სიმპტომებს თინეიჯერებსა და ბავშვებში, რომელიც შეიძლება განსხვავებულად იყოს უფროსებისგან.
ისინი ასევე უნდა გაეცნონ მულტისისტემური სინდრომის სიმპტომებს და უნდა ესმოდეთ, რომ კოვიდ-19-ის გადატანიდან რამდენიმე კვირაში დგება მულტისისტემური სინდრომი.
ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსზე
რესპირატორული და სენსორული სიმპტომები, როგორიცაა გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა, COVID-19 ვირუსის საერთო მაჩვენებლებია. მაგრამ ბავშვებისთვის, COVID-19 შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემებით, როგორიცაა ღებინება და დიარეა.
რადგან ბავშვებში ღებინება და დიარეა ხშირია. ამიტომ დოქტორი ფიშერი მშობლებს მოუწოდებს განმეორებითი დიარეის ან ღებინების შემთხვევაში გამოუძახონ ექიმს.
არ გადადოთ გეგმიური ვიზიტი პედიატრთან
ფიშერმა ამბობს, რომ პანდემიის გამო მშობლები აჭიანურებენ ბავშვის გეგმიურ ვიზიტს სტომატოლოგთან და პედიატრთან, რადგან ისინი ღელავენ ახლო კონტაქტზე ექიმებთან.
"არ გირჩევთ, რომ რომელიმე გეგმიური ვიზიტი გამოტოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვებისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება", -ამბობს ფიშერი.
სკოლა სავარაუდოდ უსაფრთხოა
ლოს-ანჯელესში, სადაც ფიშერი ცხოვრობს, სკოლების გახსნა სადავო თემა იყო. როგორც ექიმმა, ამბობს, მას სჯერა, რომ ბავშვების დაბრუნება საკლასო ოთახში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ბავშვების ჯანმრთელობისთვის.
”ჩემი აზრით, მითი, რომ ბავშვები, სუპერგამავრცელებლები არიან, არ გამართლდა, ახლა მნიშვნელოვანი საკითხია იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სკოლაში.” - ამბობს ფიშერი.
ვაქცინა ბავშვებს დაიცავს
ჯერჯერობით ბავშვებისთვის ვაქცინა არ არის დამტკიცებული, თუმცა კლინიკური კვლევები კვლავ გრძელდება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, იმ ფაქტს რომ მშობლებმა რაც შეიძლება მალე აიცრან.
„როდესაც ბავშვები არიან დაუცველები, ჩვენ გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მათ გარშემო ხალხი იქნებიან ვაქცინირებული. თუ მათი მშობლები მშობლები აიცრებიან, შვილებიც იქნებიან დაცულები...“ - ამბობს ფიშერი.