სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის. აღნიშნულს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებმა კომპანია „ენკას“ მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები მოსახლეობის ავტომობილებს გადაადგილებაზე პრობლემას არ შეუქმნიან, თუმცა „ენკას“ მანქანებს არ გაატარებენ.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.