4 კვირა საკმარისი არ იქნება და მონიტორინგის შედეგების მიხედვით შეზღუდვები მინიმუმ 8 კვირა უნდა იყოს ძალაში. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა განაცხადა.
მისი თქმით, ბელგიაში, უახლოეს მომავალში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს 1500 ფსიქოლოგი დაემატება.
„მე ვიმყოფებოდი რამდენიმე საავადყოფოში და რაც ჩემი თვალით ვნახე ძალიან მტკივნეული იყო და შოკის მომგვრელი. ვფიქრობ ჩვენი ექიმები წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ”, - განაცხადა ბელგიელმა მინისტრმა.
ბელგიის სამეფოში კომენდანტის საათი მოქმედებს. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.