The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს.
მედიის ცნობით, ავღანეთში დაახლოებით 750 ბრიტანელი ჯარისკაცია განლაგებული.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.