დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამურად 23 493 ადამიანი აიცრა.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15-22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი.