ჯანდაცვის მინისტრი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, ,,ლოქდაუნზე" ვიფიქრებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტავს რა შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს ე.წ. ლოქდაუნი.

მინისტრის თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, ,,ლოქდაუნზე" დაიწყება ფიქრი.

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა - დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოქდაუნზე, დახურვებზე, ხოლო შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. გვინდა, რომ ეფექტიანი მართვის პირობებში ეკონომიკა არ გავაჩეროთ, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ტიკარაძემ საზოადოებრივი მაუწყებლის ეთერში.