აშშ-ს საელჩო ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მისალოც ვიდეორგოლს ავრცელებს

აშშ-ს საელჩო ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს.

"ამერიკის საელჩო მსოფლიოში ქართული ენის მცოდნე ყველა ადამიანს ულოცავს ქართული ენის დღეს", -აღნიშნულია მილოცვის განცხადებაში.

მილოცვას თან ერთვის ვიდეორგოლი, სადაც ელჩი კელი დეგნანი და საელჩოს თანამშრომლები ქართულად საუბრობენ და ქართულ ლექსებს კითხულობენ.