დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვების შემოღება არავის სურს, ამიტომ აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაიცვას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
მისივე თქმით, ლოკდაუნები და შეზღუდვები ჯანდაცვის სექტორზე ძლიერი დატვირთვის დროს განიხილება.
„არავის გვსურს, რომ მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ლოკდაუნები და შეზღუდვები ჯანდაცვის სექტორზე ძლიერი დატვირთვის დროს განიხილება, მაგრამ ეს ერთი ინდიკატორი არაა. არსებობს 5-7 ინდიკატორის ერთობლიობა, რომელსაც განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, - განაცხადა გამყრელიძემ.