ამირან გამყრელიძე: ივნისში საქართველოში Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები შემოვა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, Pfizer-ს მილიონი დოზა ვაქცინა ოფიციალურად შეუკვეთეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ლაპარაკია მილიონ დოზაზე, რომელიც ოფიციალურად შევუკვეთეთ Pfizer-ს. მაგრამ ზუსტი თარიღი, თუ როდის ან რა ეტაპობრიობით შეიძლება მოვიდეს ეს დოზები, ჯერ არ არის ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში Pfizer-ის გარკვეული დოზები ისევ COVAX-ით შემოვა, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული დოზები იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.