ამირან გამყრელიძე: რესტორნები ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი ,,ბუსტერია"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რესტორნები კორონავირუსის გავრცელების საკითხში ერთ-ერთი მთავარი ,,ბუსტერია". ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რესტორნებზე დაგიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი "ბუსტერია". არის რესტორნები, სადაც დაცულია პირობები, რომელთაც მათ ვაძლევთ, მათ შორის ორმეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის, მაგიდასთან ოთხი ადამიანი და ა.შ. უფრო მეტი რისკი არის დიდი სუფრები, რომლებიც, იცით, რასაც უკავშირდება, როცა ეს წესები აბსოლუტურად არ არის დაცული. 17-18 კლასტერიდან უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის სუფრებს უკავშირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.