პაატა იმნაძე: საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, მაგრამ  ქეიფი საჭირო არ არის

" საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ ქეიფი საჭირო არ არის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც ეკლესიური და არც ეპიდემიოლოგიური გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილი არ არის.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ თემაზე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ თემაზე ისაუბრა.