ჯეიმს აპატურაი: NATO არ ელოდება, რას გააკეთებს რუსეთი და მჭიდრო პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინასთან

NATO არ ელოდება, რას გააკეთებს რუსეთი და მჭიდრო პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინასთან. ალიანსის წევრი სახელმწიფოები უმაღლეს დონეზე არიან კომუნიკაციაში რუსეთთან, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები ევროკავშირშიც.

"ჩვენ გაძლიერებულად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება ადგილზე და სამხედრო ძალების რა მასშტაბის გადაადგილებასთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრი რამ ხდება. ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს და ნატოს ინტერესია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით.

ჩვენ და ყველა ნათლად ხედავს, რომ უკრაინა არ ძაბავს სიტუაციას. უკრაინა სამხედრო ძალებს არ გადააადგილებს. უკრაინა პარტნიორების ინფორმირებას, დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას ახდენს.

რუსეთი არ ჩერდება. რუსეთი დეზინფორმაციის კამპანიასაც ეწევა რუსეთში, უკრაინაში და საერთაშორისო დონეზე. ყველასთვის ცხადია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აგრესიულ ქმედებაზე და რუსეთზე მაქსიმალურ დიპლომატიურ ზეწოლას მივმართავთ, რომ მოსკოვმა უკან დაიხიოს და დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით", - განაცხადა აპატურაიმ.