რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 14 აპრილს, მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა.
"მე გავიკეთე მეორე ვაქცინაცია ", - თქვა პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების (RGO) სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. "იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არც კი, ამაში დარწმუნებული ვარ".
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის სხვა მონაწილეებიც მის მაგალითს მიჰყვებიან.
ქვეყნის მეთაურმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ვაქცინაციის წყალობით, პანდემია მალე ჩაცხრება.
"იმედი მაქვს, რომ პანდემია მალე ჩაცხრება, მათ შორის ვაქცინაციის წყალობით, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვანაწილებთ", - აღნიშნა პუტინმა.