ბათუმში, ბულვარში მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ.
"დაიცავი ძველი ბათუმის" წევრების აქციას ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი შეუერთდა.
აქციის მონაწილეებს თქმით, ადგილზე ახალი კორპუსების მშენებლობა დაუშვებელია. მათ ასფალტის საფარზე წარწერის "არ დავთმობთ ბულვარს" გაკეთება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ერთი პირი სამათალდამცველებმა დააჯარიმეს.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.