1-ლი მაისიდან, დანია ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩასულ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დანიამ საზღვრების გახსნა 12 აპრილიდან ეტაპობრივად დაიწყო.
1-ლი მაისიდან, სრულად ვაქცინიებული მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, დაინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მქონე ევროკავშირის ან შენგენის ზონის ქვეყნებიდან დანიაში შესვლას COVID-19-ზე აღებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ.