ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო კოვიდ-პასპორტები შემოიღონ და ამ გზით ხელი შეუწყონ ტურიზმის ხელახალ გახსნას. ამის შესახებ ინფორმაცია ორ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
სერთიფიკატები საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, ვისაც კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ.
Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ წინადადებას ევროპარლამენტი უნდა დაეთანხმოს, ხოლო დეტალებზე საბოლოო მოლაპარაკებების დაწყება მაისში იგეგმება.