სალომე ზურაბიშვილი: საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად ახლა უფრო არის მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა

"დღეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო ქვეყანაა, ხოლო მოკავშირეთა თანამშრომლობამ კარდინალურად შეცვალა იმ საფრთხეების სახე, რომლის წინაშე საუკუნის დასაწყისში ვიდექით", - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან NATO-ს მისიის გაყვანას ეხმაურება.

„17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა. ერთად ვმუშაობდით ავღანელი ხალხისთვის მშვიდობის მოსატანად, რთულ რეგიონში წესრიგის დასამყარებლად და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

მისი თქმით, საქართველო NATO-ში გასაწევროანებლად ახლა უფრო არის მზად.

"დღეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო ქვეყანაა, ხოლო მოკავშირეთა თანამშრომლობამ კარდინალურად შეცვალა იმ საფრთხეების სახე, რომლის წინაშე საუკუნის დასაწყისში ვიდექით. საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად ახლა უფრო მზად არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.