ავღანეთიდან NATO-ს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ალიანსის მიერ გამოწვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"იმის გათვალისწინებით და აღიარებით, რომ ავღანეთის წინაშე მდგარი გამოწვევების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 1-ლი მაისისთვის "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ძალების გაყვანას დავიწყებთ.
ჩვენ ვგეგმავთ, რომ აშშ-სა და "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ძალების გაყვანა რამდენიმე თვეში დასრულდეს. ძალების გაყვანის დროს თალიბების ნებისმიერ თავდასხმას მოკავშირეთა ჯარებზე მტკიცე ძალით ვუპასუხებთ", - ნათქვამია განცხადებაში.