დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი - ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას 1-ლი მაისიდან დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას 1-ლი მაისიდან დაიწყებს, რათა დასრულდეს ამერიკის ყველაზე გრძელი ომი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა აღიარა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში აშშ-ს მიზნები "სულ უფრო გაუგებარი გახდა". მან ჯარების საბოლოო გაყვანის ვადად 11 სექტემბრი დაასახელა, რაც ამერიკაში 20 წლის წინ მომხდარი ტერაქტის თარიღს ემთხვევა.

"ეს არასოდეს ყოფილა გათვლილი მრავალ თაობათა წამოწყებაზე. თავს დაგვესხნენ. ჩვენ ცხადი მიზნებით წავედით ომში. ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზნებს", - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს ამერიკელმა ძალებმა მოკლეს და თქვა, რომ ორგანიზაცია ავღანეთში "გაუარესდა".

”და დროა, დასრულდეს სამუდამო ომი", - დასძინა ბაიდენმა.

"დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა, ამერიკის ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ", - აღნიშნულს აშშ-ის პრეზიტენტი Twitter-ში წერს.