COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 030 ადამიანს დაუდასტურდა, 706 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 882 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.82 %.

ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან 538 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 921, საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 294, აჭარაში - 400, იმერეთში - 359.

მძიმე პაციენტი: 446, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 76, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8.

394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 366პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 437 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 024.