ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამსხვრიეს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.