საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინით ჯამში 24 917 ადამიანი აიცრა

15 აპრილის მონაცემებით, ჯამურად აიცრა 24 917 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 424 ადამიანი აიცრა.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15-22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.