საქსტატი: საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარი და 10 თეთრია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი და 10 თეთრი სჭირდება.

ეს მონაცემი წინა თვესთან შედარებით 3 ლარით და 40 თეთრით გაიზარდა, ხოლო გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით 4,5 ლარით ნაკლებია.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მარტში "შრომისუნარიანი მამაკაცის" საარსებო მინიმუმი თებერვალთან შედარებით 3 ლარითა და 80 თეთრით მეტია. ხოლო გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით 5,1 ლარით, 201 ლარამდე შემცირდა.