2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახეხებ საქართველოს ეროვნული ბანკის იერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
"2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.