სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოშია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.

არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა.

სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.