საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება დანიელსონის მიერ წარდგენილ ხუთივე პრინციპზე მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერთი განაცხადა.
"ეს კრიზისი ხელოვნურია, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაანახა, არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ, ჩვენს საზოგადოებასაც, რომ ის მზად არის, წავიდეს ძალიან პრინციპულ შეთანხმებაზე.
ეს იყო მსჯელობის საგანი გუშინ და გუშინ წინ გამართულ საქართველო-ევროკავშირს შორის საპარლამენტო ასოცირების შეხვედრის დროს.
საქართველო ევროკავშირს შორის საპარლამენტო ასოცირების შეხვედრის დროს იგივე პოზიცია ჰქონდა ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც ამ ევროკავშირთან შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას.
ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა ამ ხუთივე პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც დანიელსონმა წარადგინა. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან წინაპირობებს და წითელ ხაზებს,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.