"რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს",- ამის შესახებ NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების მაგალითებად ალიანსი ასევე ასახელებს ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის არჩევნებში ჩარევს მცდელობას, დეზინფორმაციულ კამპანიებს და მავნებლურ კიბერსაქმიანობას.
"რუსეთი განაგრძობს დეტსაბილიზაციური ქცევის მდგარდი მოდელის დემონსტრირებას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის, დარღვევას, შეუსრულებლობას და გვერდის ავლას.
მაგალითად, მოკავშირეთა არჩევნებში ჩარევის მცდელობა, მათ შორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ფართო დეზინფორმაციული კამპანიები და მავნე კიბერსაქმიანობა", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
NATO ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში.
NATO-ს განცხადებით, ალიანსი გააგრძელებს თანამშრომლობას რუსეთის ქმედებებზე რეაგირებისთვის.