საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
“სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.