რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დეგრადაციაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ვაშინგტონს ეკისრება, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
"ასეთი აგრესიული ქცევა, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს. სანქციებზე რეაგირება გარდაუვალია. ვაშინგტონში უნდა გაიაზრონ, რომ ორმხრივი ურთიერთობების დეგრადაციისთვის ფასის გადახდა მოუწევთ. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება“, - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი არ არის მზად შეეგუოს "მრავალპოლუსიანი სამყაროს ობიექტურ რეალობას, რომელიც გამორიცხავს ამერიკულ ჰეგემონიას" და ემყარება სანქციების ზეწოლას და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევას.
ამავე დროს, მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ანტირუსული შეზღუდვები ზრდის ორმხრივი ურთიერთობების დაპირისპირების ხარისხს და მიუთითებს იმაზე, რომ თეთრი სახლი არ არის დაინტერესებული ურთიერთობის ნორმალიზებით.
მარია ზახაროვას თქმით, ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ზომებს უახლოეს დროში გამოაცხადებს.
ცნობისთვის, აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.