თურქეთში, ქალაქ იზმირში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა.
მიწისვძრა 15 წამის განმავლობაში გრძელდბოდა და ბიძგები თურქეთის დასავლეთით რამდენიმე პროვინციაშიც იგრძნობოდა.