რუსეთში აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სალივანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ასევე მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ელჩი დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ გაგიზიარებთ დამატებით ინფორმაციას ამ საუბრის შედეგების შესახებ, რაც რთული იქნება ამერიკული მხარისთვის”, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდა.