საფრანგეთი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებას აგრძელებს

საფრანგეთი Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოქალაქეებში გაგრძელდება.

საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალმაც აღნიშნა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დამტკიცებულია, როგორც ევროპის წამლის, ასევე საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ. აქედან გამომდინარე, მთავრობაში არ იგეგმება Johnson & Johnson – ის ვაქცინის გამოყენების აკრძალვა.

მისივე თქმით, ქვეყანას უკვე მიღებული აქვს ვაქცინის 200 000 დოზა.

გეგმის მიხედვით, თვის ბოლომდე, საფრანგეთმა ჯონსონის ვაქცინის 600,000 დოზა უნდა მიიღოს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.