ნანი ბრეგვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მომღერალი ნანი ბრეგვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მან ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტარა.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან ჩართულნი.

ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა ლანა ღოღობერიძემ, გელა ჩარკვიანმა.