კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს.
როგორც ალბერტ ბურლა აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ტესტავენ, რათა იმუნური რეაქცია გაუმჯობესდეს.
„ადამიანებს შეიძლება ყოველწლიურად დასჭირდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება. სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან სადღაც 6-დან 12 თვემდე პერიოდში საჭირო გახდება მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“, - განაცხადა ბურლამ.
Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმითვე, ვაქცინები კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი ინსტრუმენტია.