СNN-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგი კორონავირუსის წინააღმდეგ 16-დან 30-წლამდე ადამიანების აცრას იწყებს.
როგორც ცნობილია, 16-დან 30 წლამდე პირები Pfizer-ით აიცრებიან, ხოლო 18 წლიდან ზევით - Sinovac-ით. ამასთან, 18 წლამდე პირებს მშობლების თანხმობის სპეციალური ფორმის წარდგენა მოუწევთ. რეგისტრაციის პროცესი 23 აპრილიდან დაიწყება.
ცნობისთვის, 16-დან 30-წლამდე პირები ქალაქის მოსახლეობის 88%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.08 მილიონ ადამიანია.