"კარგი იქნება, თუ მსახიობი ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს რუსთაველის თეატრს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრში სტუმრობისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით კულტურის მინისტრი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის განაცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
მინისტრმა ნინუცა მაყაშვილს მოუწოდა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითი იყოს.
რაც შეეხება მსახიობ ბესო ზანგურს, წულუკიანი მიიჩნევს, რომ მან, რუსთაველის თეატრში დაკავებული პოზიცია უნდა დატოვოს, რადგან თავად მინისტრს, არ გააჩნია ბერკეტი ამის გასაკეთებლად.
"ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. - განაცხადა თეა წულუკიანმა", - აღნიშნავს მინისტრი.
მისი თქმით, რაც შეეხება რობერტ სტურუას, მისი გათავისუფლება არ იგეგმება.
შეგახსენებთ,რომ ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა "ფარული კონვერტის" ეთერში ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.