"ნამახვანჰესი პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას 32 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და ინვესტორებს, ასევე, პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად.
განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები იზიარებენ პროტესტის მონაწილეების მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები და თვლიან, რომ მოვლენათა მიმდინარეობა ნამახვანჰესის პროტესტის გარშემო ზიანის აცილების იმედს არ იძლევა .
"ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით.
შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები; გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა და პასიურობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება." - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო უწყებებს და ინვესტორს მოუწოდებენ ყველა ღონე იხმარონ სიტუაციის განსამუხტად და დაიწყოს დიალოგი სრული გამჭვირვალობის პირობებში, მომიჯნავე დარგების ექსპერტებს და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს კი თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და ავტორიტეტით საგნობრივ დიალოგში ჩართვაზე. არასამთავრობო სექტორი ვითარების განსამუხტად შემდეგ ნაბიჯებს სთავაზობს ხელისუფლებას და საზოგადოებას.
უპირველესად უნდა მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;ჩამოყალიბდეს და მხარეებთან შეთანხმდეს ძირითადი და არსებითი შეკითხვები, პროექტის ხელშეკრულების, მისი სარგებლიანობის, საფრთხეების, პროცედურების და სხვა საკითხების გარშემო. მოხდეს ლეგიტიმური შეკითვების გამიჯნვა მცდარი ინფორმაციისგან. სახელმწიფომ და ინვესტორმა დამაჯერებელი და საგნობრივი პასუხი გასცენ ამ შეკითხვებს და გამოასწორონ გამოვლენილი ხარვეზები.მხარეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. თავისი კომპეტენციის სფეროებში მოამზადონ კვალიფიციური დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები მხარეების მიმართ.განხილვის პერიოდში გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. ხოლო ჩართული მხარეები მოერიდონ დისკუსიის პროცესში საკითხების პოლიტიზირებას და ამით მათი არსებითი განხილვის ხელშეშლას", - აღნიშნულია არასამთავრობორ ორგანიზაციების განცხადებაში.
რამდენიმე თვეა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდეგების საპროტსტო აქციები იმართება. მიუხედავად პროტესტისა, კომპანიამ ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების გაგრძელება გადაწყვიტა. "რიონის ხეობის მცველები" ადგილზე პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. პოლიციამ ჰესის მშენებლობის არეალში გადაადგილება შეზღუდა, რის გამოც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ყოველდღიურად არაერთი დაპირისპირება ხდება.