ავლაბარში თავდასხმა მოხდა ,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად, დაახლოებით 11:20 საათისთვის გადაიკეტა მეტროსადგური „ავლაბარი“. მოხდა იქ მყოფი მგზავრთა ნაკადის ამოყვანა და სადგურის ჩაკეტვა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მეტროპოლიტენი მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა მატარებელი არ ჩერდება სადგურ ავლაბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
Europetime ცდილობს დამატებითი ინფორმაციების დაზუსტებას.