ვაჟა სირაძე: ავლაბარში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ავლაბარში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა.

როგორც ვაჟა სირაძემ განმარტა, ექსპრეს ფილიალზე თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა, თუმცა ყველანი ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან.

საპატრულო პოლიციის უფროსის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დეტალური კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

"თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. სამართალდამცველების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხმელი დაკავდა და მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანებები არავის არ მიუღია. ყველა გათავისუფლებული მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილია პოლიციის შესაბამის დანაყოფში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები",- განაცხადა ვაჟა სირაძემ.