საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 26 427 ადამიანი აიცრა

16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში, 26 427 ადამიანი აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.