თამარ გაბუნია: Sinopharm-თან დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს შეზღუდვას ასაკთან მიმართებაში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Sinopharm-თან დაკავშირებული სარგებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები მოსახლეობამ ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს, ამიტომ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაეთმობა ინფორმაციის გავრცელებას მომდევნო კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ უკვე მოგვმართავენ გარკვეული მოქალაქეები მოთხოვნით, რომ ისინი Sinopharm-ით დაინტერესებულები არიან. ეს არიან მოქალაქეები, რომელთაც აქვთ გამოცდილება იმ ქვეყნების, სადაც Sinopharm-ის ვაქცინაცია უკვე რამდენიმე ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, Sinopharm-თან დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს შეზღუდვას ასაკთან დაკავშირებით მიმართებაში.

"უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ Sinopharm-ის ეფექტიანობაზე მონაცემები უფრო მდიდარია შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, 60 წლის ასაკის ზემოთ Sinopharm-ის მონაცემები შედარებით ნაკლებია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.