ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 16 აპრილის საღამოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს გაიხსნება რეგისტრაცია და [აცრის მსურველები] მიიღებენ შეტყობინებას SMS-ის საშუალებით. Pfizer-ის მეორე აცრისთვის დოზები გადანახულია, ამდენად ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, მეორე დოზის მიღება მხოლოდ იმ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, სადაც კონკრეტული ადამიანი პირველი დოზით აიცრა.
რაც შეეხება Astrazeneca-ს, გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებული პირველი აცრიდან არ გასულა იმდენი დრო, რომ პირველი დოზით აცრილებისთვის მეორე დოზის გაკეთებაც ყოფილიყო შესაძლებელი.
“15 მაისია ის პერიოდი, თუ 8 კვირიან პერიოდშე შევთანხმდებით, როდესაც შეიძლება დაიწყოს განმეორებითი დოზების გამოყენება და ამასთან დაკავშირებითაც დეტალურ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაავრცელებს”, – განაცხადა გაბუნიამ.