ანგელა მერკელი Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მერკელმა ვაქცინის პირველი დოზა ბერლინის ტემპელჰოფის ყოფილ აეროპორტში გაიკეთა, სადაც ამჟამად ვაქცინაციის ცენტრია მოწყობილი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს ვაქცინაციის კამპანიაში - და ყველას, ვინც იცრება. ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის გასაღები,“- განაცხადა მერკელმა.