ენტონი ბლინკენი: ავღანეთში არც ერთ მხარეს არ აქვს სამოქალაქო ომის ინტერესი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცახდებით, ავღანეთში სამოქალაქო ომის ინტერესი არც ერთ მხარეს, არც ავღანელ ხალხს, არც მეზობელ სახელმწიფოებს და არც თალიბანს აქვს.

მისივე თქმით, ავღანეთის ლიდერებთან შეხვედრისას "ყველამ მშვიდობის ძლიერი სურვილი გამოხატა".

"თალიბები აცხადებენ, რომ მათ სურთ გარკვეული რამ, მათ შორის საერთაშორისო აღიარება, ავღანეთის საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ლიდერების თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობა. და თუ სამოქალაქო ომი გაჩაღდება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ასე, რომ ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგოდ უამრავი რამ არსებობს. და კიდევ, როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი, ეს არის ძალიან განსხვავებული ქვეყანა, ვიდრე ეს იყო 20 წლის წინ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამასთანავე, ბლინკენმა თალიბანი, რომ აშშ-ის ჯარებზე ქვეყნიდან გასვლისას თავდასხმა თუ მოხდა, ამას მოჰყვება, „ ძალიან ძლიერი პასუხი“.