სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი მენაბდეს აღკვეთის სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თვილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე მომხდარიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.მას გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.