"პუტინის რეჟიმი კვლავ კრებს სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრებთან. ცოფიანი ძაღლი ისევ მოადგა ჩვენს კარს", - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„პუტინის რეჟიმი კვლავ კრებს სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვრებთან და ახალი აგრესიით იმუქრება! ცოფიანი ძაღლი კვლავ მოადგა ჩვენს კარს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და თავს დავიცავთ“, - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხეზე საერთო მიზნის ირგვლივ ყველა პატრიოტული ძალის გაერთიანებით რეაგირება.
"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს კრებს, საჭიროა უკრაინის დაცვისთვის მომზადება", - აღნიშნა არსენ ავაკოვმა