ტუნისი სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 21 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადასვლას ცდილობდნენ.
„ამ ეტაპზე, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 21 ცხედარი აღმოაჩინეს. სამშველო-ძებნითი სამუშაოები კვლავ გრძელდება“, - განაცხადა ტუნისის სამოქალაქო დაცვის სამსახურის დირექტორმა, მუარდ მეხრიმ.