ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ყველა მხარეს მოვუწოდებ, დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს

"გამიხარდა, რომ საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებულ პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკაა", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

„გამიხარდა, რომ საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებულ პოლიტიკურ დიალოგში პოზიტიური დინამიკაა. ყველა მხარეს მოვუწოდებ, პატივი სცეს ამ ძალისხმევას, პასუხისმგებლობა აიღოს და შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს და იმუშაოს იმაზე, რომ იგი ეფექტურად განხორციელდეს საქართველოს მომავლისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.