აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ 1,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს, რათა დაეხმაროს შტატებს და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს COVID-19-ის ახალ შტამებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლი აცხადებს, ინვესტიცია, რომელიც იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $1,9 ტრილიონიანი "აშშ-ის სამაშველო გეგმის" ნაწილი, გააუმჯობესებს ახალი ვარიანტების გამოვლენას, მონიტორინგს და შემსუბუქებას, გენომიკური თანმიმდევრობის მცდელობებით, რაც გავრცელების შეზღუდვის მთავარი ეტაპია,
"COVID-19-ის თავდაპირველი შტამი ამერიკაში დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით ნახევარზე მოდის. ვირუსის ახალი და პოტენციურად საშიში შტამები კი შემთხვევების მეორე ნახევარს შეადგენს", - აღნიშნა თეთრმა სახლმა განცხადებაში.