"კმაყოფილი ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალისხმევა გაწია, მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას", იგივე გააკეთონ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი სენატორი ჯერი კონოლი Twitter-ში წერს.
"ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გარშემო. კმაყოფილი ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ"“ ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გაწია, მოვუწოდებ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იგივე გააკეთონ",- წერს სენატორი.